|
2022-12-12 17:56:22, 1283 ნახვა
სამართალი
ევროპარლამენტის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს საბერძნეთმა ქონება გაუყინა
საბერძნეთის ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ორგანოს ხელმძღვანელმა ხარალამბოს ვურლიოტისმა ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ევა კაილისა და მასთან დაკავშირებული პირების ქონებისა და ფინანსური აქტივების გაყინვის ბრძანება გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ევა კაილსა და მასთან დაკავშირებულ პირებს ბრალი წაუყენეს და დააპატიმრეს ბელგიაში,ყატართან დაკავშირებულ სავარაუდო კორუფციის ფაქტზე. შეგახსენებთ,9 დეკემბერს ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ბელგიის პოლიციამ კატარში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალის გამო დააკავა. მანამდე კი ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ გადაწყვიტა, რომ დაუყოვნებლივ შეეჩერებინა ყველა უფლებამოსილება,რომელიც დელეგირებული იყო ევა კაილისთვის ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის რანგში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)