|
2022-12-05 20:44:29, 1845 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: 2026 წლამდე გაგრძელდება ცალკეული შეღავათის მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი წარმოებისა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობას
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: 2026 წლამდე გაგრძელდება ცალკეული შეღავათის მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი წარმოებისა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობას,ამის შესახებ ინფორმაციას,ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით,2026 წლამდე გაგრძელდება ცალკეული შეღავათის მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი წარმოებისა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობას, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტი უკვე მომზადებულია. „3 წლის ვადით, 2026 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება საგადასახადო შეღავათები სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პირებისთვის და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის. 2026 წლამდე გაგრძელდება ცალკეული შეღავათის მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი წარმოებისა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობას, მათ შორის, გადავადდება ბაზრობაზე მოვაჭრე ფიზიკური პირებისთვის საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. მისი თქმით, ცვლილებები მომზადდა, ასევე, ფისკალურ ნაწილში და საგადასახადო პოლიტიკის ნაწილში, რომელიც საფინანსო სექტორს ეხება. „პირველ რიგში, ვისაუბრებ სადაზღვევო სექტორთან მიმართებით - სადაზღვევო სექტორი გამოიყოფა საფინანსო სექტორისგან და მისთვის ერთი წლით გადავადდება მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე გადასვლა. რაც შეეხება საფინანსო სექტორის დანარჩენ ნაწილს (საბანკო დაწესებულება, საკრედიტო კავშირი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და სესხის გამცემი სუბიექტი) მათთვის შენარჩუნდება მოგების გადასახადით დაბეგვრის ე.წ. „კლასიკური მოდელი". ამასთანავე, გაუქმდება 5%-იანი გადასახადი მათ მიერ გაცემულ დივიდენდზე, ხოლო მათი დასაბეგრი მოგება დაიბეგრება 20 პროცენტით, ნაცვლად 15 პროცენტისა", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. მისი თქმით, იცვლება საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ერთობლივი შემოსავლიდან ცალკეული ხარჯის გამოქვითვის პრინციპი. კერძოდ, საბანკო დაწესებულება, საკრედიტო კავშირი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ერთობლივი შემოსავლიდან სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების გამოქვითვას განახორციელებენ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)