|
2022-11-28 15:44:29, 1457 ნახვა
სამართალი
მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს ვერ დაესწრო - სხდომა თარიღის განსაზღვრის გარეშე გადაიდო
საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღევანდელ სასამართლო პროცესს ვერ დაესწრო, რადგან კლინიკა "ვივამედმა" ამის უფლება არ მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე ავრცელებს. თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა თარიღის განსაზღვრის გარეშე გადაიდო. "ძალიან მძიმეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათ შორის წონის მხრივ, ნევროლოგიური დაკვირვების შედეგად არის ძალიან მძიმე შედეგები როგორც მე თვითონ ვესაუბრე მკურნალ ექიმს და ეს არის მისი დასკვნაც, ასევე ნევროლოგის დასკვნაც, რომელიც იყო პარასკევს და დღესაც ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ამიტომ, როდესაც მე ადმინისტრაციას და მკურნალ ექიმს ვესაუბრე, მას საავადმყოფო და თვითონ ექიმები არ აძლევენ იმის უფლებას, რომ მისი ეტაპირება მოხდეს სასამართლო დარბაზში. პასუხისმგებლობას ვერ იღებენ, რომ გზაში, იმ მონაკვეთში, საავადმყოფოდან სასამართლომდე, მძიმე შედეგი რომ არ დადგეს, ანუ ლეტალური შედეგი. ასევე, ბადრაგი ამბობს, რომ ვერ აიღებს პასუხისმგებლობას და შესაბამისად მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სასამართლო დარბაზში ამ ეტაპზე არ მოხდა" ,- განაცხადა დეკანოიძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე სასამართლო პროცესს დაესწრებოდა, რადგან არ სურდა, რომ პროცესი ისევ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადებულიყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)