|
2022-11-22 10:16:14, 1126 ნახვა
სამართალი
რუსთავში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ქალაქ რუსთავში, არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, მოქალაქეს უკანონო ლენტური ტიპის სახერხი საამქრო საქმიან ეზოში ჰქონდა მოწყობილი. თბილისის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის და ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, სახერხი საამქრო და სხვადასხვა ლოკაციაზე დასაწყობებული დიდი ოდენობით უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე დალუქეს. სახერხი საამქროს ტერიტორიიდან და ეზოში გაჩერებული ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან, ჯამში, ამოღებულია მუხისა და წიფლის სახეობის 6 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი), 15,4 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) და 18 კუბური მეტრი მოცულობის ე.წ. გარბილი. ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)