10:41 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-04 10:49:36, 1657 ნახვა

რეგიონი
,,ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

დღეს, ,,ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში  შეხვედრა გაიმართა.

ქედის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოსა  და ღია სივრცე საზოგადოებისთვის ,,ქალთა ოთახის" მიზნობრივი პროგრამის  ,,ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის"  ფარგლებში გამარჯვებულ მონაწილეებთან ხელშეკრულება გაფორმდა. 

 ხელშეკრულებას ხელი ქედის  მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, პოლიტიკისა და შესაძლებლობების განვითარების სპეციალისტმა, გაეროს განვითარების პროგრამიდან  ნათია წიქვაძემ   და იდეის გამარჯვებულმა კონკურსანტებმა მოაწერეს ხელი. 

ქედაში პროექტი წელს პირველად ხორციელდება, რომლის ფარგლებში სულ 9 ბიზნეს-იდეა დაფინანსდება აღსანიშნავია, რომ ,,გაეროს განვითარების პროგრამის" ფარგლებში პროექტის ბიუჯეტი 15 000 ლარით გაიზარდა, რაც ჯამში 30 000 ლარს შეადგენს. 

პროგრამის განხორციელების მიზანია ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება და ხელშეწყობა, მათი საქმიანობის წახალისება, ადგილზე დასაქმების შესაძლებლობა და მეწარმე ქალების რაოდენობის გაზრდა, რაც ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

ღონისძიებას, ასევე  ესწრებოდნენ აჭარის უმაღლეს საბჭოსთან არსებული გენდერული თანასწორობის  საბჭოს თავმჯდომარე  ფატი ხალვაში, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე და კომისიის წევრები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მსოფლიოში გადაადგილებისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი შედგა: ევროპა ლიდერობს
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics