20:48 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-16 11:10:52, 1352 ნახვა

ეკონომიკა
გერმანიის მთავრობამ კონტროლზე აიყვანა რუსული გაზის და ნავთობის შვილობილი კომპანიები

გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ როსნეფტის შვილობილი კომპანიები ქვეყანაში ფედერალური ქსელის სააგენტოს კონტროლს გადასცა. ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის სამინისტრომ განაცხადა.

რუსული კომპანიის Rosneft Deutschland-ისა და RN Refining & Marketing-ის ორი შვილობილი კომპანია, ისევე როგორც Rosneft-ის აქციები სამ გადამამუშავებელ ქარხანაში: PCK Raffinerie (Schwedt), MiRo (კარლსრუე) და Bayernoil (ვოგბურგი) გერმანიის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მოექცა.

გერმანიის მთავრობამ განმარტა, რომ მათ გადაწყვიტეს საწარმოების კონტროლი ენერგოუსაფრთხოების საფრთხის გამო აეღოთ.

ეკონომიკის სამინისტრომ როსნეფტის ადგილობრივ სამმართველოს უწოდა გერმანიის ნავთობგადამამუშავებელი ერთ-ერთი უდიდესი კომპანია, რომელიც ქვეყნის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრის დაახლოებით 12%-ს შეადგენს.

როსნეფტმა ამაზე კომენტარი არ გააკეთა.

აპრილში გერმანიის მთავრობამ რუსული გაზპრომის შვილობილი კომპანია Gazprom Germania გადასცა ფედერალური ქსელის სააგენტოს კონტროლს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics