|
2022-09-15 12:59:59, 1452 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ შპს „თეთრი ქუდი"-ს დირექტორს მის დაქვემდებარებაში მყოფი საწარმოს მიერ გარემოზე მავნე ზემოქმედების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ შპს „თეთრი ქუდი"-ს დირექტორს მის დაქვემდებარებაში მყოფი საწარმოს მიერ გარემოზე მავნე ზემოქმედების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ რუსთავში, შპს „თეთრი ქუდი" ნარჩენების დამუშავებას შესაბამისი ნებართვის გარეშე სათანადო პროცედურების დაუცველად ახორციელებდა, რაც ვრცელ ტერიტორიაზე და გარემოზე მავნე ზემოქმედებას იწვევდა. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ საწარმოს უკვე დადებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი გარემოზე მავნე ზემოქმედების გამო. „შპს „თეთრი ქუდი"-ს დირექტორს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 306-ე პრიმა მუხლით (გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად - ჯარიმას ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო - 7000 ლარის ოდენობით შეეფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)