|
2022-09-14 12:48:01, 1101 ნახვა
ეკონომიკა
ბათუმში კენკროვანი კულტურების საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს
14-15 სექტემბერს USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა „თიბისისთან“ პარტნიორობით, ბათუმში, კენკროვანი კულტურების საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს. ფორუმი დარგის სპეციალისტებს და ექსპერტებს შეკრებისა და გამოწვევების განხილვის საშუალებას აძლევს, რაც ხელს შეუწყობს კენკრის ადგილობრივი ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობის ზრდასა და საქართველოს, როგორც კენკრის მწარმოებელი ქვეყნის, პოზიციის გაძლიერებას. ფორუმის მონაწილე ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები (სერბეთიდან, იტალიიდან, პორტუგალიიდან, პოლონეთიდან) ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას კენკროვანი კულტურების მოყვანის მეთოდებზე, იმსჯელებენ თანამედროვე აგროტექნოლოგიებზე, კენკროვანი კულტურების მწარმოებელთა წინაშე მდგარ პრობლემებზე და კენკრის ექსპორტის შესაძლებლობებზე. ასევე, განიხილავენ იმ მარკეტინგულ ინსტრუმენტებს, რომლებიც კენკროვანი კულტურების სექტორის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად შეიძლება იყოს გამოყენებული. ფორუმის მონაწილეები გაეცნობიან კენკროვანი კულტურის დაფინანსების საუკეთესო მექანიზმებს და მიიღებენ ინფორმაციას საუკეთესო პრაქტიკებსა და მხარდაჭერაზე. ფორუმში მონაწილეობენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენლები, დონორი ორგანიზაციები და კენკრის მწარმოებლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)