|
2022-09-08 16:01:07, 1616 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს და მისიის წევრებს შეხვდა
დღეს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, ჯეიმს ჯონსა და მისიის წევრებს შეხვდა. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობის საკითხები. შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე პერიოდში ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, 2022 წლის ძირითადი ფისკალური და მაკროეკონომიკური პარამეტრები, ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენას რეგიონსა და მსოფლიოში. "როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში ეკონომიკურმა ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.3 პროცენტით განისაზღვრა. გაზრდილია ექსპორტი, ინვესტიციებისა და ტურიზმის მაჩვენებლები, რაც ქვეყანაში მაღალ ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს. საუბარი შეეხო ფონდთან მიმდინარე პროგრამითა და მთავრობის მიერ განსაზღვრულ, ისეთ რეფორმებს, როგორიცაა: საჯარო ფინანსების მართვა და სახელმწიფო საწარმოთა რეფორმა. შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი და სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში 14 სექტემბრამდე იმუშავებს",- აღნიშNულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)