|
2022-08-30 14:39:32, 1758 ნახვა
რეგიონი
დედოფლისწყაროში, ფერმერები „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის პირობებს გაეცნენ
მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრაზე, ფერმერებს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის პირობები გააცნეს. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სახელმწიფო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის ცოდნა, ფერმერებს საშუალებას მისცემს, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდგომ, პროგრამაში ჩართვა და სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული საძოვრების 3-წლიანი იჯარით სარგებლობა შეძლონ. „სახელმწიფო პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 6 ოქტომბერს დაამტკიცა. პროგრამის მიზანი საძოვრების რაციონალურად გამოყენება და ფერმერებისთვის გადაცემის სწორი და სამართლიანი მექანიზმის შემოღებაა. საძოვრების აუქციონის გზით იჯარით განკარგვის უფლება მხოლოდ იმ ფერმერებს ეძლევათ, რომლებთაც საკუთრებაში მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი ჰყავთ. ერთ სულ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის განსაზღვრულია არანაკლებ 1 ჰა და არაუმეტეს 1.5 ჰა საძოვარი, ხოლო ერთ სულ წვრილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის - არანაკლებ 0.2 ჰა და არაუმეტეს 0.5 ჰა. დღეის მდგომარეობით, ოთხ ეტაპად, უკვე გამოქვეყნებულია 362 ერთეული აუქციონის გზით იჯარით გასაცემი საძოვრის მონაცემები. ამჟამად, ხელმისაწვდომია და განაცხადების მიღება წარმოებს 105 მათგანზე,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ამერიკელი მედიამაგნატი Vogue, The New Yorker,-ს მფლობელი დონალდ ნიუჰაუსი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა
თბილისის მერია სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
საქართველოს ქალაქებში სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)