|
2022-08-21 12:09:59, 1886 ნახვა
ეკონომიკა
ავსტრალიელი მეღვინეები ქართული ვაზის ჯიშებს და ღვინის დაყენების ტექნოლოგიას საქართველოში გაეცნენ
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე ავსტრალიური კომპანიის „Bentroad Winery” წარმომადგენლებს შეხვდა და ქართული ღვინის პოპულარიზაციის და მარკეტინგის სტრატეგია გააცნო. სააგენტოს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს ავსტრალიაში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას და ავსტრალიის ბაზარზე ქართული ღვინის რეალიზაციის პოტენციალის გამოყენებას. „2018 წელს, კომპანიამ „Bentroad Winery” 15 ქართული ქვევრი შეიძინა და ავსტრალიაში გაშენებული საფერავის ჯიშის ყურძნისგან ქვევრის ღვინის დამზადება დაიწყო. გარდა საფერავისა, კომპანიაში ქვევრის ღვინოს ფრანგული თეთრი ყურძნის ჯიშებისგან ამზადებენ. პროდუქციის რეალიზაციას კი, როგორც ავსტრალიის, ისე, ამერიკის ბაზარზე ახორციელებს. კომპანიის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტი მეღვინეობის „პი“ ორგანიზებით განხორციელდა. ვიზიტის ფარგლებში, ავსტრალიელი მეღვინეები ქართლში, კახეთში, იმერეთსა და რაჭაში ღვინის მწარმოებლებს ეწვივნენ. ავსტრალიელი მეღვინეები დაინტერესებული არიან ქართული ქვევრის ღვინის ტექნოლოგიით და ქართული ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნებით",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)