21:19 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-14 12:20:32, 1347 ნახვა

ეკონომიკა
ორმოცდამეერთე ევრობასკეტის თასი კალათბურთის გულშემატკივრებისთვის SOLO ლაუნჯში განთავსდა

``საქართველოს ბანკი``, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე, სპორტის მხარდამჭერი ბანკი, აგრძელებს ქართული კალათბურთის ხელშეწყობას. საქართველო ევრობასკეტს 1 სექტემბრიდან - 7 სექტემბრის ჩათვლით უმასპინძლებს. იმისთვის რომ კალათბურთის გულშემატკივრებს ჰქონოდათ შესაძლებლობა, ენახათ ორმოცდამეერთე ევრობასკეტის მთავარი ჯილდო - თასი, ის ჭავჭავაძის 29-ში არსებულ  SOLO ლაუნჯში, 12 აგვისტოს, დროებით განთავსდა.  

ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ერთერთი ჯგუფი 1-7 სექტემბრის ჩათვლით თბილისში ჩატარდება და შემდეგ ბერლინში გადაინაცვლებს. საქართველოსთან ერთად მასპინძელი ქვეყნები ჩეხეთი, გერმანია და იტალია არიან. 

ევრობასკეტში ევროპის საუკეთესო 24 გუნდი იღებს მონაწილეობას. 

საქართველოსთან ჯგუფში ესპანეთი, მონტენეგრო, თურქეთი, ბელგია და ბულგარეთი იქნებიან. საქართველოს ნაკრები ამ გუნდებთან თამაშს 1, 3, 4, 6 და  7 სექტემბერს გამართავს. 

საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს პირველი თამაში 1 სექტემბერს, ბელგიასთან ექნება და ის  ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება. 

აღსანიშნავია, რომ ევრობასკეტამდე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჰოლანდიასა და იტალიას დაუპირისპირდება.

``საქართველოს ბანკი`` - საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი პარტნიორია.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics