|
2015-02-05 14:41:33, 678 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი EUMM-ის ახალი ხელმძღვანელს კესტუტის იანკაუსკასს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ახალ ხელმძღვანელთან კესტუტის იანკაუსკასთან გაცნობითი ხასიათის შეხვდრა გამართა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ყურადღება საქართველოში ევროკავშირის მისიის მნიშვნელობაზე გაამახვილეს და რეგიონში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. მათ რუსეთსა და ოკუპირებულ რეგიონებს შორის „მოკავშირეობისა და თანამშრომლობის“ ე.წ. შეთანხმებების მიუღებლობაზეც ისაუბრეს. „ეს იყო ძალიან თბილი და კარგი შეხვედრა, რომლის დროსაც ერთმანეთს გავუზიარეთ საკუთარი შეხედულებები უსაფრთხოების საკითხებსა და იმ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოსა და მის გარშემო ხდება. მადლობას მოვახსენებ საქართველოს პრეზიდენტს მისი მხარდაჭერისთვის საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ორგანიზაციის საქმიანობისადმი. ჩემი მხრივ, დავადასტურე EUMM-ის მზადყოფნა კვლავაც განაგრძოს მუშაობა, მონიტორინგი, ანგარიშგება ადგილზე და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მცხოვრები მოსახლეობისათვის“, - განაცხადა კესტუტის იანკაუსკასმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)