|
2022-08-12 15:22:10, 1116 ნახვა
ეკონომიკა
Reuters - ყაზახეთი ნედლი ნავთობის ნაწილს რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის გამოყენებით გაყიდის
Reuters-ის მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ყაზახეთი, ნედლი ნავთობის ნაწილს რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით გაყიდის. მედიის ინფორმაციით, ნავთობის გაყიდვა სავარაუდოდ, სექტემბრიდან დაიწყება.20 წლის განმავლობაში ნავთობი CPC მილსადენით რუსეთის შავი ზღვის პორტ ნოვოროსიისკში იგზავნებოდა, რომელიც გლობალურ ბაზარზე წვდომას უზრუნველყოფდა. ივლისში რუსეთის სასამართლო CPC-სს დახურვით დაემუქრა, რამაც ყაზახეთის მთავრობა და მსხვილი უცხოელი მწარმოებლები აიძულა სხვა მარშრუტის უზრუნველსაყოფად კონტრაქტები დადონ ექსპერტები ამბობენ, რომ არცერთი ალტერნატივა არ არის ისეთი პრაქტიკული, როგორც CPC მილსადენი, რაც ზრდის ენერგეტიკულ ბაზრებზე შემდგომი არასტაბილურობის რისკს. მას შემდეგ, რაც რუსეთი თებერვალში უკრაინაში შეიჭრა, ნავთობის საერთაშორისო ფასმა14 წლის მაქსიმუმს მიაღწია და ივლისში ბარელზე საშუალოდ $100-ზე მეტი იყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)