02:32 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-20 13:27:38, 895 ნახვა

სამართალი
ბაირამოვა - მარნეულში 20 წლის გოგო მოიტაცეს, პოლიცია სათანადოდ არ რეაგირებს

მარნეულის სოფელ ამბაროვკიდან 20 წლის გოგო იძულებით მოიტაცეს. ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი, სამირა ბაირამოვა ოჯახზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე თქმით, ახალგაზრდა ქალის ოჯახის წევრები მასთან საუბარში ამბობენ, რომ გატაცების ფაქტზე პოლიციისთვის ცნობილია, თუმცა მეორე დღეა პოლიცია მომხდართან დაკავშირებით არ რეაგირებს.

"გოგოს მშობლებმა და ახლობლებმა დილით დამირეკეს და მითხრეს, რომ პოლიცია არ რეაგირებს და გვიშველეო. პოლიციის მხრიდან რეაქციის არ ქონას აქვს ერთი მიზეზი, ელოდებიან, რომ მშობლები სხვადსხვა ადამიანების მეშვეობით როდის შერიგდებიან. ამ შერიგების პროცესში საჯარო მოხელებიდან დაწყებული, ახლო ნათესავებით დამთავრებული, ბევრი ადამიანი არის ხოლმე ჩართული. ოჯახს აიძულებენ ფსიქოლოგიურად, ემოციურად, რომ დათანხმდეს, რადგან მისი გოგო უკვე მეორე ხარისხოვანია, ყველამ იცის, რომ მოტაცებულია, ჯობია "ეს შანსი" არ დაკარგონ მაინც ერთი გოგო ერთი ბიჭისთვისაა". - წერს სამირა ბაირამოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics