|
2015-02-05 13:52:07, 1198 ნახვა
სამართალი
ბერძენიშვილი: არ ვიცნობ მოქალაქეს, რომელსაც ჰგონია, რომ ჟვანიას საქმეში მტკიცებულებები არ გაყალბებულა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის საქმის გამოძიებისას საბუთები და მტკიცებულებები გაყალბდა. თუმცა, მისივე თქმით, საქმის გახსნამდე დაზუსტებით ვერავინ იტყვის, რა როგორ მოხდა. „საქართველოში არ ვიცნობ არც ერთ მოქალაქეს, რომელსაც ჰგონია, რომ ჟვანიას საქმეში მტკიცებულებები არ გაყალბებულა. მე ვიცი, რომ მტკიცებულებები გაყალბდა. ჩემთვის ასევე კარგადაა ცნობილი, რომ გარემოებები არის შეცვლილი. დანაშაული ჩადენილია, მაგრამ რა ტიპის დანაშაულის და როგორ მოხდა მისი ჩადენა, ამას ვერ გავიგებთ, სანამ საქმე არ გაიხსნება,“ - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა. შეგახსენებთ, ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ საქმის ყოფილი გამომძიებლები დოკუმენტების ფალსიფიკაციის ბრალდებით დააკავა. თუმცა, სასამართლომ ისინი გუშინვე, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 26 მარტს დაინიშნა.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)