02:41 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-18 18:35:13, 1202 ნახვა

სამართალი
პროკურატურის წარმომადგენლებმა აშშ-ის ჯორჯიის შტატის მოსამართლესთან სამუშაო შეხვედრები გამართეს

საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის მოსამართლესთან ბენ სტადარდთან სამუშაო შეხვედრები გამართეს.

აშშ-ის ჯორჯიის შტატის მოსამართლე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურების წარმომადგენლებს შეხვდა.

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივი მრჩევლის მხარდაჭერით გამართულ შეხვედრებზე საუბარი შეეხო ნაფიც მსაჯულთა კანდიდატების სასამართლოში გამოცხადების მაჩვენებლის გაზრდას და ინსტიტუტის გამართულად ფუნქციონირებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილების გაზიარებას.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მნიშვნელობაზე და მიღწევებზე, ამასთან,  გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის და მსაჯულთა სასამართლოს გაძლიერების მიზნით, შემდგომ თანამშრომლობასა და რეკომენდაციების შემუშავების საჭიროებაზე შეთანხმდნენ.

გარდა ამისა, მოსამართლე ბენ სტადარდმა, მონაწილეობა მიიღო ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებზე მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში გამართულ სამუშაო შეხვედრებში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics