|
2015-02-05 13:46:30, 687 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატებზე მოსაზრებას სიის გამოქვეყნების შემდეგ ვიტყვი
საქართველოს იუსტიციციის მინისტრი თეა წულუკიანი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციებზე, სიის გამოქვეყნებამდე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს. როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას შემდეგ, რაც კანდიდატების, ან კანდიდატის ვინაობა ოფიციალურად გახდება ცნობილი, საკუთარ მოსაზრებას დააფიქსირებს. "რამდენიმე კვირის წინ საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფოებრივი პოზიცია დაიჭირა. მიუხედავად იმისა, რომ მას ეს კანონით არ ევალებოდა და იმ მოწოდებას, რომელიც წლის ბოლოს გავაკეთე, დადებითად გამოეხმაურა და მმართველ კოალიციასთან, უმრავლეოსობასთან, არასამთავრობო სექტორთან დაიწყო კონსულტაციები და ამ კვირის ბოლოს უნდა დამთავრდეს და ის საჯაროდ გვეტყვის რომელ კანიდატურებზე, ან კანდიდატზე შეჯერდა. რომელიმე კანდიდატს ღიად მხარს არ დავუჭერ, რადგან არ იქნება სწორი, თუმცა როცა სია გამოქვეყნდება კანდიდატების, თუ იქ რამდენიმე კანდიდატი იქნება, თითოულ მათგანზე ჩემი მოსაზრებები მექნება და სიის გამოქვეყნების შემდეგ თითოეულ კანდიდატზე მე ჩემს მოსაზრებებს ვიტყვი",-განაცხადა თეა წულუკიანმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)