|
2022-07-01 16:48:36, 850 ნახვა
ეკონომიკა
"თიბისი" „თბილისი კოლექტივის" მხარდამჭერია
თიბისი „თბილისი კოლექტივის" გამოფენისა და ვორქშოფების მხადამჭერია. „თბილისი კოლექტივი" ციფრული პლატფორმაა, რომელიც მუშაობს მოყვარული ფოტოგრაფების აღმოჩენაზე, ფოტოგრაფიისა და ზოგადად ფოტო პრინტების კულტურის განვითარებაზე საქართველოში. პროექტის მიზანია ახალი თაობის ფოტოგრაფების აღმოჩენა და პოპულარიზაცია. მოყვარული ფოტოგრაფების ნამუშევრების გამოფენა 1 ივლისს 20:00 საათზე, სასტუმრო სტამბას პირველ სართულის D ბლოკში გაიხსნება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 60-მდე მოყვარული ფოტოგრაფის ნამუშევარი. გამოფენა 10 ივლისის ჩათვლით, 13:00-21:00 საათამდე გაგრძელდება და 7 თემატიკის მიხედვით დაყოფილ, 200-მდე ფოტო პრინტს წარუდგენს სტუმრებს. ამ პერიოდში, შესაძლებელი იქნება გამოფენილი ნამუშევრების შეძენაც. გამოფენის პარალელურად, 2 და 3 ივლისს, გაიმართება ფოტოგრაფიის ვორქშოპები და დისკუსიები. "თიბისი" მხარს უჭერს ახალგაზრდა ხელოვანების აღმოჩენას და მათი განვითარების ხელშეწყობას. თიბისისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტები, რომლებიც ახალი თაობის წარმომადგენლებსა და მათი ნამუშევრების პოპულარიზაციას ეძღვნება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება „თბილისი კოლექტივის" მიერ ორგანიზებული გამოფენა და აქტივობები. გამოფენის ღონისძიების ბმული იხილეთ ვებგვერდზე - https://fb.me/e/3j0mvzJgnფოტოგრაფიის ვორქშოპებსა და დისკუსიაზე დასარეგისტრირებლად მიყევით ბმულს: https://forms.gle/uxtZadX3HpANYM6fA
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)