22:24 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-01 13:21:47, 1049 ნახვა

ეკონომიკა
„აპტოსის" და GeoPRAS-ის ორგანიზებით, თბილისში პლასტიკური ქირურგიისა და დერმატოლოგიის მე-16 საერთაშორისო კავკასიური კონგრესი - „კოლხიდა 2022" ტარდება

1-3 ივლისს, თბილისში, პლასტიკური ქირურგიისა და დერმატოლოგიის მე-16 საერთაშორისო კონგრესი - „კოლხიდა 2022" ტარდება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან სახისა და სხეულის კორექციის, მსოფლიოში ცნობილი აპტოსის ძაფების გამომგონებელი და მწარმოებელი კომპანია "აპტოსი" და საქართველოს პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის საზოგადოება – GeoPRAS.

 ღონისძიებას წელს 50-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსული 600-ზე მეტი დელეგატი ესწრება, ონლაინ რეჟიმში დამსწრეთა რაოდენობა კი 1000-მდეა. კონგრესის ფარგლებში, ესთეტიკური მედიცინის წამყვანი, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ექიმები, კომპანიები და დარგის წარმომადგენლები საკუთარ გამოცდილებასა და მიღწევებს გაააზიარებენ.

 ინექციური და აპარატული მიმართულებებით ესთეტიკური მედიცინის  თანამედროვე მიღწევები, ასევე, რეკონსტრუქციულ და პლასტიკურ ქირურგიაში არსებული ინოვაციური მეთოდები და ესთეტიკურ მედიცინაში შესაძლო სხვადასხვა გართულების მართვა - კონგრესის მთავარი თემებია.

ჰიბრიდული ფორმატის კონგრესის ფარგლებში, მონაწილეებს სამეცნიერო და სასწავლო სესიებზე და სემინარებზე დასწრების პარალელურად, საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი, დარგის წამყვანი ბრენდების პროდუქციის გაცნობის შესაძლებლობაც აქვთ.


 

 

 

 

 

 

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics