22:24 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-30 13:27:46, 1012 ნახვა

ეკონომიკა
ნარმანია - არ გვაქვს ფუფუნება, პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე, იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

არ გვაქვს ფუფუნება, პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე, შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ,”- ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში” საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, თუ გარკვეული მიზნით მოხდება რუსული ენერგიის შეზღუდვა, ქვეყანას ენერგეტიკული კრიზისი არ დაემუქრება, იმიტომ რომ არსებობს ალტერნატიული წყაროები ელექტროენერგიის მიღების.

,,ამ ეტაპზე, ელექტროენერგიის იმპორტი არ ხორციელდება. აოგადად, ჩვენ გარკვეული თვეების განმავლობაში ვიღებთ რუსეთიდან ენერგიას, რადგან თურქეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით უფრო იაფია. ჩვენი ტარიფის სტრუქტურიდან, მსყიდველუნარიანობიდან და ტარიფის ზრდის სენსიტიურობიდან გამომდინარე არ გვაქვს ფუფუნება, პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე, შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ. თუმცა თუ გარკვეული მიზნით მოხდება მისი შეზღუდვა, ან ემბარგო დადგინდება, ქვეყანას ენერგეტიკული კრიზისი ნამდვილად არ დაემუქრება, იმიტომ რომ ალტერნატიული წყაროები ელექტროენერგიის მიღების არსებობს,”- განაცხადა დავით ნარმანიამ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics