22:24 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-27 12:57:25, 1059 ნახვა

ეკონომიკა
"თიბისი კაპიტალის" მთავარი ეკონომისტისგან ყოველკვირეულ განახლებას აქვეყნებს

საგარეო ვაჭრობის წინა კვირაში გამოქვეყნებული მაჩვენებლები კიდევ ერთხელ მიუთითებს "თიბისი კაპიტალის" 2022 წლის ეკონომიკის ზრდის მაღალი პროგნოზის რაციონალურობაზე. უფრო მეტიც, წინა თვეებისაგან განსხვავებით, მაისში ექსპორტის ძლიერი ზრდა უკვე რეალური მატებითაც და არა მხოლოდ გაზრდილი ფასებითაა გამოწვეული. ამავდროულად, საქსტატის მიერ ეკონომიკის ზრდის პირველი კვარტალის შეფასება გამოქვეყნდა და მანამდე არსებული ყოველთვიური მაჩვენებლები, მართალია მცირედით, თუმცა მაინც მატების მიმართულებით გადაიხედა. როგორც ჩანს, თიბისი კაპიტალის 2022 წლის ეკონომის ზრდის შემდეგი პროგნოზი არსებული, 8%-ზე უფრო მეტიდან, დაახლოებით 10%-ით განისაზღვრება.

ინფლაციის მხრივ საყურადღებოა, რომ მწარმოებელთან ფასების ინდექსით გაანგარიშებული ფასების ზრდა კვლავ მაღალ დონეზეა, თუმცა შემცირების ტენდენცია მაისშიც იკვეთება. ცნობილია, რომ ხშირად მწარმოებელთან ფასების დინამიკა სამომხმარებლო ფასების წინმსწრებ ინდიკატორად ითვლება. ამ მხრივ, ასევე აღსანიშნავია საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო პროდუქციის ბოლო პერიოდში დაფიქსირებული გაიაფება.

წინა კვირაში მაისის დაკრედიტების სეგმენტების მიხედვით სტატისტიკა გახდა ხელმოსაწვდომი. ამ მხრივ, ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი კვლავ სამომხმარებლო სესხებში ფიქსირდება. თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს ადრინდელ შეფასებას, რომ სამომავლოდ, აღნიშნულ სეგმენტში აქტივობის ნორმალიზებაა მოსალოდნელი. 

 

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია ბმულზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics