|
2022-06-16 13:04:26, 1251 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ხანიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების მსხვილი ჰოლდინგის „Mawarid Holding Investment“ წარმომადგენლებს შეხვდა
გიორგი ხანიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების მსხვილი ჰოლდინგის „Mawarid Holding Investment“ წარმომადგენლებს შეხვდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების მსხვილი ჰოლდინგის „Mawarid Holding Investment“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობისა და სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტირების შესაძლებლობების საკითხებს. გიორგი ხანიშვილმა „Mawarid Holding Investment“-ის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ყურადღება მეცხოველეობის, ბაგური მეცხვარეობის და მარცვლეული კულტურების განვითარების პოტენციალზე გაამახვილა. მინისტრის პირველმა მოადგილემ ვრცლად ისაუბრა სასათბურე მეურნეობების კლასტერის - „იმერეთის აგროზონა“ განვითარების პოტენციალზეც. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პაატა კალანდაძე და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)