|
2022-05-31 17:32:09, 1465 ნახვა
ეკონომიკა
რომეო მიქაუტაძე - განვიხილეთ, რამდენად მნიშვნელოვანია მძლავრი ჰესების არსებობა საქართველოს ენერგოსისტემისთვის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, რომელიც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის გასვლით სამუშაო სხდომაში მონაწილეობს, ღონისძიების სხვა მონაწილეებთან ერთად, „ენგურჰესს" ეწვია და საქართველოს უდიდესი ელექტროსადგურის საქმიანობას გაეცნო. სამუშაო სხდომის მონაწილეებმა მოისმინეს „ენგურჰესის" ხელმძღვანელების მიერ გაკეთებული პრეზენტაცია სადგურში არსებულ ვითარებაზე, რეაბილიტაციის პროცესსა და განვითარების შესაძლებლობებზე. აღინიშნა, რომ „ენგურჰესს" მნიშვნელოვანი როლი აკისრია ქვეყნის ელექტროენერგიით მომარაგებისა და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის საკითხებში. ყურადღება გამახვილდა მასშტაბურ სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე, რომლებიც 2021 წელს სადგურის სადერივაციო გვირაბში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით განხორცილდა. შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა „ენგურჰესის" მიერ ელექტროენერგიის გამომუშავება. „ენგურჰესი" საქართველოს უმსხვილესი ჰესი და ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანი სადგურია. მის გამართულ მუშაობაზე დიდწილადაა დამოკიდებული ქვეყნის შეუფერხებელი ენერგომომარაგება. „ენგურჰესი" კარგი მაგალითია, , თუ რატომ გვჭირდება წყალსაცავიანი სადგურები. კომიტეტის სხდომაზე განვიხილეთ, რამდენად მნიშვნელოვანია მძლავრი ჰესების არსებობა ქვეყნის ენერგოსისტემისთვის, რომელთა ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგაც ჩვენი დამოკიდებულება უცხოურ ენერგეტიკულ რესურსებზე მნიშვნელოვნად შემცირდება," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. რომეო მიქაუტაძის თქმით, აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკის განვითარების პროცესში აქტიურად არის ჩართული პარლამენტი. „ჩვენ მადლიერი ვართ პარლამენტის, კონკრეტულად, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ვგრძნობთ ენერგეტიკის განვითარების კუთხით. სამუშაო შეხვედრაზე ვიმსჯელეთ არამხოლოდ მასშტაბურ ენერგეტიკულ რეფორმაზე, არამედ დღეს დარგში არსებულ ვითარებაზე," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. გასვლით სამუშაო შეხვედრაში, რომელსაც საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი ხელმძღვანელობდა, ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია, საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის გენერალური დირექტორი ირინა მილორავა, სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი, სს „ენერგეტიკის განვითარების ფონდის" თავმჯდომარე გიორგი ჩიქოვანი და ენერგეტიკული სექტორის სხვა წარმომადგენლები.
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)