|
2022-04-05 16:51:18, 1112 ნახვა
ეკონომიკა
ტექნოლოგიური სესიები „თიბისისგან“
„თიბისი“ იწყებს ტექნოლოგიური შეხვედრების სერიას, რომლის მიზანიც ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანების გაერთიანება, მათთვის უახლესი ინფორმაციისა და ტრენდების გაცნობაა. ტექნოლოგიურ სესიებზე მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები ისაუბრებენ სხვადასხვა ტექნოლოგიურ თემაზე. ტექნოლოგიური სესიები Zoom-ის პლატფორმის დახმარებით ჩატარდება და ყველა დაინტერესებული პირისთვის იქნება ხელმისაწვდომი. სესიები იქნება ერთგვარი პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს. „თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, მუდმივად იმყოფება ტექნოლოგიური სიახლეების ავანგარდში, რომლებიც ყოველდღიურად ცვლიან და ამარტივებენ ჩვენს ცხოვრებას. ამ პლატფორმის საშუალებით გვსურს, შემოვიტანოთ ტექნოლოგიების დარგში უახლესი საერთაშორისო გამოცდილება და დაინტერესებულ ადამიანებთან ერთად უწყვეტ რეჟიმში ვიყოთ ტექ-სამყაროსთან,“ - ბიძინა მაცაბერიძე, თიბისის ტექნოლოგიური მიმართულების ლიდერი. პირველ ასეთ სესიას 6 აპრილს 18.00 საათზე ჩაატარებს უდი დაჰანი, რომელიც მსოფლიოში ცნობილია, როგორც Service-Oriented Architecture და Domain-Driven Design ექსპერტი და NServiceBus-ის შემქმნელი. მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ლინკზე : https://link.tbc.ge/3iHYAsM
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)