01:25 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-04 11:38:27, 807 ნახვა

ეკონომიკა
საქსტატის მონაცემებით, საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 11.8% შეადგინა

2022 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 2.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.8 პროცენტი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 17,8 პროცენტით გაძვირდა. კერძოდ, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე ფასებმა 27 პროცენტით მოიმატა, უალკოჰოლო სასმელები 24 პროცენტით გაძვირდა, პური და პურპროდუქტები - 23,5 პროცენტით, შაქარი და სხვა ტკბილეული - 20 პროცენტით, თევზეული 19 პროცენტით, ზეთი და სხვა ცხიმი - 17,1 პროცენტით, ხილი - 16,8 პროცენტით, რძე, ყველი და კვერცხი - 15,3 პროცენტით, ყავა, ჩაი და კაკაო - 14,1 პროცენტით, ხოლო ხორცი და ხორცის პროდუქტები - 10,5 პროცენტით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics