|
2022-04-03 11:49:37, 719 ნახვა
ეკონომიკა
პესტიციდებით და აგროქიმიკატებით მომარაგება შეუფერხებლად ხორციელდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ჩეკურაშვილი აგროქიმიკატებისა და პესტიციდების იმპორტიორებს შეხვდნენ. შეხვედრაზე პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არსებული მარაგების და იმპორტის განხორციელების კუთხით ვითარება განიხილეს. „დღევანდელ შეხვედრაზე საგაზაფხულო სამუშაოებისთვის მზადყოფნის საკითხები განვიხილეთ. როგორც აგროქიმიკატებისა და პესტიციდების იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ქსელი მზადაა საგაზაფხულო სამუშაოების დროს ფერმერების მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილოს. ქვეყანაში მარაგები საკმარისია, ვინაიდან წინასწარ შემოტანილია ის რაოდენობა, რომელიც, პრაქტიკულად, მთელი მიმდინარე წლის მოხმარებაზეა გათვლილი. შემოტანა მსოფლიოს სხვადასხვა, ძირითადად ევროპული, ქვეყნებიდან ხორციელდება", - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ, რეგიონში არსებული ვითარების მიუხედავად, მომარაგების თვალსაზრისით, შეფერხება არ აქვთ. კომპანიის „ბორანაგრო" გენერალური მენეჯერის, სანდრო ონიავას განცხადებით, ქვეყანაში არის რეზერვები, რაც მთელი წლის განმავლობაში დააკმაყოფილებს ფერმერების მოთხოვნას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)