|
2022-04-01 16:18:55, 1118 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისის“ ციფრულ ბანკში თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო მარტივად, IBAN სკანერითაა შესაძლებელი
მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, „თიბისის ციფრულ ბანკში“ თანხის გადარიცხვა უკვე IBAN სკანერითაა შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვნად ზოგავს მომხმარებლის დროს და ბანკთან ურთიერთობას კიდევ უფრო ამარტივებს. ინოვაციური ფუნქციონალის დახმარებით, სასურველი ანგარიშის ნომრის ხელით აკრეფა აღარ არის საჭირო. ამის სანაცვლოდ, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, მობილურის ფოტოგალერეიდან თიბისი აპში ატვირთოს ფოტო, სადაც ანგარიშის ნომერია მითითებული, ან ახალი ფუნქციონალის გამოყენებით, პირდაპირ ფოტოდან დაასკანეროს ის ანგარიშის ნომერი, რომელზეც თანხის გადარიცხვა სურს. ფუნქციონალით სარგებლობისთვის, მომხმარებელმა გადარიცხვების მენიუში, ზედა მარჯვენა კუთხეში, QR-ის დასკანერების აღმნიშვნელ ღილაკს უნდა დააწკაპუნოს, დაასკანეროს ანგრიშის ნომერი ან ატვირთოს ფოტო და მიყვეს გადარიცხვის სტანდარტულ საფეხურებს. ვიდეოში, „თიბისის“ ციფრული გუნდის წევრი, თეა და მომხმარებელი, გვანცა გვიხსნიან, როგორ ამარტივებს IBAN სკანერი თანხის ციფრული ბანკიდან გადარიცხვის პროცესს. https://www.youtube.com/watch?v=8Ljun7BWrJk IBAN სკანერით კიდევ უფრო გამარტივდა თანხის ჩარიცხვა თიბისის საქველმოქმედო ფონდშიც, რომელიც სპეციალურად უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შეიქმნა. ინოვაციური ფუნქციონალით შესაძლებელია ანგარიშის ნომრის საინფორმაციო ფოტოდან დასკანერება და თანხის მარტივად გადარიცხვა.
"თიბისის" გუნდი აქტიურად მუშაობს ინოვაციური ციფრული სერვისების, პროდუქტების და ფუნქციონალების შექმნასა და განვითარებაზე, რაც მოხმარებლების ცხოვრებას კიდევ უფრო გაამარტივებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|



ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)