17:12 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-31 15:42:29, 1388 ნახვა

რეგიონი
აჭარაში რესტორნის სერვისის სტანდარტებზე ვიდეოგაკვეთილები მომზადდა

რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ვიდეოგაკვეთილები მოამზადა. - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცლებს.

მათივე ცნობით, პრაქტიკული ვიდეოგაკვეთილები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ეხება, როგორებიცაა მაგიდის ეტიკეტი, სუფრის სწორი გაშლა, მენიუს სახეობები, სტუმართან სწორი კომუნიკაცია, სტუმრის მიღება, გარდერობის მომსახურება და მაგიდასთან განთავსება, ასევე დესერტის სერვირება, ღვინისა და საკვების შეხამება,  ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სერვირება, მიმტანისა და მენეჯერის ჩაცმულობა, პირადი ჰიგიენის სტანდარტები.  

"პრაქტიკული სასწავლო ვიდეორგოლები რესტორნებისა და კვების ობიექტების თანამშრომლებზეა გათვლილი. მათი ნახვა მსურველებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სერვისის განვითარების ონლაინპლატფორმაზე http://serviceajara.ge/Video-Lessons/ შეუძლიათ. ვიდეოგაკვეთილებში საერთაშორისო სერვისის ტრენერი ანდრიას ქურასბედიანი საუბრობს, თუ როგორი უნდა იყოს სერვისის სტანდარტები რესტორნებში. პროექტის ფარგლებში ჯამში 10 ვიდეოგაკვეთილია მომზადებული." -აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics