17:12 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-30 10:52:36, 970 ნახვა

რეგიონი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები ისრაელში საქმიან შეხვედრებს მართავენ

რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები ისრაელში საქმიან შეხვედრებს მართავენ. უწყების ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე მსხვილი ტურისტული კომპანიების, მედიაპლატფორმების წარმომადგენლებთან და ინფლუენსერებთან გამართულ შეხვედრებზე ურთიერთანამშრომლობის პირობებს განიხილავს, რაც სარეკლამო აქტივობებისა და პრეს-ინფოტურების ფარგლებში აჭარის შესახებ რეპორტაჟების, სიუჟეტების, ბლოგებისა და სტატიების მომზადებას ითვალისწინებს.

როგორც მსხვილი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრებისას იკვეთება, ებრაელი ვიზიტორების დიდი ნაწილი რეგიონის ბუნებით, ეროვნული პარკებითა და კულინარიით ინტერესდება.

საქმიანი შეხვედრები ისრაელის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის „IMTM 2022” ფარგლებში ხორციელდება, რომელშიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობს. ისრაელი აჭარისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია, საიდანაც ვიზიტორების რაოდენობა რეგიონში ყოველწლიურად მზარდია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics