10:50 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-26 12:13:21, 879 ნახვა

სამხედრო
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიას დაარსებიდან 19 წელი შეუსრულდა

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიას დაარსებიდან 19 წელი შეუსრულდა. გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალს საქართველოს ეროვნული გმირის ოჯახის წევრებიც დაესწრნენ.

ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე ანწუხელიძის შვილებმა გიორგი ანწუხელიძის კუთხე გახსნეს. ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ, სერჟანტებს აკადემიის დაარსების დღე მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. სამხედრო მოსამსახურეები გაწეული სამსახურისთვის მედლით „გიორგი ანწუხელიძე“ დაჯილდოვდნენ. სერჟანტთა აკადემიის მეთაურმა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აკადემიის ტერიტორიაზე არსებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

სერჟანტთა მომზადების სკოლა 2003 წლის 25 მარტს, გერმანული მხარის დახმარებით დაარსდა, სადაც ნატოს სტანდარტებთან მიახლოებული პროგრამით ათეულისა და ოცეულის სერჟანტის მომზადება მიმდინარეობდა. 2013 წლის 15 ნოემბერს სერჟანტთა მომზადების სკოლას საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა და სასწავლო ცენტრად ჩამოყალიბდა. 2018 წლის 25 მარტს ცენტრს სერჟანტთა აკადემიის სტატუსი მიენიჭა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics