|
2015-02-04 14:07:58, 757 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ბერუჩაშვილი ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ამერიკელ სენატორებს ჯონ მაკკეინს, ბობ მენენდესს, ჯეიმს რიშს, ბენ კარდინსა და ჯინ შაჰინს შეხვდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე სამუშაო ლანჩი გამართა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებთან, კონგრესმენებთან დანა რორაბახერთან, ელიოტ ენგელთან, გრეგორი მიკსთან, ბრედ შერმანთან, ჯერალდ კონლისთან და რიდ რიბლთან. თამარ ბერუჩაშვილი ასევე შეხვდა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, კონგრესმენ მაიკლ ტერნერს. აშშ-ს კონგრესში გამართული შეხვედრების მთავარი თემა უკრაინაში შექმნილი ვითარება, რუსეთის ფედერაციის მიერ სოხუმის მარიონეტულ რეჟიმთან გაფორმებული ე.წ. „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება" და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან დაგეგმილი მსგავსი „ხელშეკრულების" გაფორმება იყო. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ნატოში გაწევრიანებისა და ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხები, აშშ-ს კონგრესში საქართველოს საკითხის გააქტიურების გზები და აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)