|
2022-03-10 13:10:23, 638 ნახვა
ეკონომიკა
აშშ-ის ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში „Vinexpo America” ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი 23 კომპანია მონაწილეობს
9-10 მარტს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ნიუ-იორკში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა „Vinexpo America” იმართება, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი 23 კომპანია მონაწილეობს. გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. „ბაზრების დივერსიფიკაცია და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა ჩვენი მთავარი ამოცანაა. ამერიკის სტრატეგიულ ბაზარზე დასამკვიდრებლად, ქართველი მწარმოებლებისთვის ეს გამოფენა კიდევ ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა ახალი სავაჭრო პარტნიორებისა და მომხმარებლების მოსაძიებლად. ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფო მიმდინარე წელსაც აქტიურად გააგრძელებს სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებას ამერიკის შეერთებულ შტატებში", - აღნიშნა ლევან მეხუზლამ. აშშ ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც 2021 წელს დაფიქსირდა ექსპორტის ისტორიული მაქსიმუმი - 1 მილიონი ბოთლი ქართული ღვინო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)