|
2022-02-18 16:41:12, 1392 ნახვა
რეგიონი
შეხვედრა „გაძლიერებული ქალები და ახალგაზრდები მშვიდობის მშენებლობისა და შენარჩუნებისთვის” კასპის მუნიციპალიტეტში
კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, შოთა ბეგლარაშვილი კასპში გენდერული თანასწორობის საბჭოს და 1325 სამუშაო ჯგუფის წევრები, ასევე გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმგებელი პირი მონაწილეობდნენ - ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და ქალმშვიდობის მშენებელთა გლობალური ქსელის (GNWP) ერთობლივი პროექტის „გაძლიერებული ქალები და ახალგაზრდები მშვიდობის მშენებლობისა და შენარჩუნებისთვის” ფარგლებში ონლაინ რეჟიმში გამართულ შეხვედრაში. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტი იუწყება. მათივე ცნობით, შეხვედრის მიზანი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზულუცია #1325 ლოკალიზაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობა, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზულუცია #1325 ეროვნული სამოქმედო გეგმის წადგენა, კარგი პარქტიკების გაზიარება და მომდევნო წლებში მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი საქმიანობების გაცნობა იყო. „გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის #1325 ლოკალიზაციის მნიშვნელობა და საერთაშორისო გამოცდილებაზე ისაუბრა Maria Victoria (Mavic) Cabrera Balleza- ქალთა მშვიდობის მშენებელთა გლობალური ქსელის (GNWP) დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ხოლო პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოებთან თანამშრომლობაზე თეონა აქუბარდიამ - საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის, პარლამენტის მუდმივმოქმედი გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა.პრეზენტაციები წარმოადგინეს - გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომდგენელმა საქართველოში კაორი იშიკავამ, იულია ხარაშვილმა - იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-ს ხელმძღვანელმა, ქალტა ფონდ „სოხუმი“-ს ხელმძღვანელმა ალლა გამახარიამ.შეხვედრის მსვლელობას უძღვებოდა და შედეგები შეაჯამა ელენე რუსეცკაიამ - ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)