|
2022-02-17 15:58:44, 709 ნახვა
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილმა ბაკურიანში Forbes - ის, BBC - ის, The New York Times - ის და სხვა ცნობილი უცხოური გამოცემების ჟურნალისტებს უმასპინძლა
მაღალრეიტინგული საერთაშორისო მედიასაშუალებების წარმომადგენლების მედიატური საქართველოში გრძელდება - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თბილისისა და მცხეთის შემდეგ მათ სამცხე-ჯავახეთში უმასპინძლა. ბრიტანეთის, გერმანიის, აშშ-ს, ესპანეთისა და ისრაელის მედიის 7 წარმომადგენელი ბორჯომსა და ბაკურიანს ეწვია. სამთო-სათხილამურო კურორტზე, კერძოდ, ბაკურიანში საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა უმასპინძლა. მედიატურის მონაწილე ჟურნალისტებმა ბაკურიანში სათხილამურო ტრასებზე ისრიალეს. ტურის ფარგლებში ჟურნალისტებმა ასევე ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთში ყველის ფერმა დაათვალიერეს და მესხური ყველი დააგემოვნეს. ტურის მონაწილეებმა 300-წლიანი მესხური სახლი მოინახულეს, სადაც ადგილობრივი კერძების მასტერკლასი გაიმართა. სამცხე-ჯავახეთის მონახულების შემდეგ უცხოელი ჟურნალისტები იმერეთს ეწვევიან. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში საქართველოში ჩამოსული ცნობილი ჟურნალისტები სტატიებს ამზადებენ შემდეგი გამოცემებისათვის: "The New York Times", BBC"-ის, "Forbes", Independent", Dazed Magazine, "Marie Claire", "Sunday Times" და "Sueddeutsche".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)