|
2022-02-08 20:11:23, 7878 ნახვა
კულტურა
„ოსკარის“ დაჯილდოების ნომინანტები დასახელდა - „დიუნი“, „მეფე რიჩარდი“, „არ აიხედო“, „ბელფასტი“, „კოდა“ და სხვები
„ოსკარის“ დაჯილდოების რიგით 94-ე ცერემონიის ნომინანტები დღეს დასახელდა. ღონისძიება 27 მარტს გაიმართება. საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში დასახელებული არიან: პოლ ტომას ანდერსონი – "ძირტკბილას პიცა", რიუსუკე ჰამაგუჩი ფილმისთვის „ატარე ჩემი მანქანა“, ჯეინ კემპიონი ფილმისთვის „ძაღლის ძალაუფლება“, კენეტ ბრანა კინონამუშევრისთვის „ბელფასტი“, სტივენ სპილბერგი კი, ფილმისთვის - „ვესტსაიდური ამბავი“. წლის საუკეთესო ფილმის ტიტულის მოსაპოვებლად შემდეგი ფილმები იბრძოლებენ: „მეფე რიჩარდი“, „ძირტკბილას პიცა“, „დიუნი“, „საშინელებათა ხეივანი“, „ძაღლის ძალაუფლება“, „ბელფასტი“, „კოდა“, „ატარე ჩემი მანქანა“, „არ აიხედო“ და „ვესტსაიდური ამბავი“. საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში დასახელებული არიან: ჯესიკა ჩესტეინი, ფილმში - „ტემი ფეის თვალები“; პენელოპა კრუსი, ფილმში - „პარალელური დედები“, ნიკოლ კიდმანი, ფილმში - „იყო რიკარდო“, კრისტენ სტიუარტი, ფილმში - სპენსერი" და ოლივია კოლმანი - „დაკარგული ქალიშვილი“. საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაში კი, გამარჯვებისთვის იბრძოლებენ: ბენედიქტ კამბერბეტჩი ფილმში - „ძაღლის ძალაუფლება“, უილ სმიტი ფილმში - „მეფე რიჩარდი“, ხავიერ ბარდემი - „იყო რიკარდო", ენდრიუ გარფილდი – „ტიკ ტიკ ბუმ“, დენზელ ვაშინგტონი – „მაკბეტის ტრაგედია“. ამბავს CNN News უწყება.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)