|
2022-01-21 21:54:17, 3058 ნახვა
Lifestyle
მსახიობი ლუი ანდერსონი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა
კომიკოსი და გრემის მფლობელი მსახიობი ლუი ანდერსონი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას სისხლის კიბოს დიაგნოზი ჰქონდა და საავადმყოფოში 19 იანვარს გადაიყვანეს. ლუი ანდერსონი ცნობილია ავტობიოგრაფიული მულტფილმით "ცხოვრება ლუისთან ერთად", რომელშიც ის თავის ბავშვობის ისტორიებს იხსენებს. 1995 წელს ანდერსონმა Fox-ისთვის შექმნა ანიმაციური სერიალი „ცხოვრება ლუისთან ერთად“, რომელიც გადაიცემოდა შაბათობით დილის ეთერში. სერიალი დაფუძნებულია ლუი ანდერსონის ბავშვობის მოგონებებზე, 10 და-ძმასთან, გულკეთილ დედასთან და მოუხეშო ხასიათის მაგრამ არანაკლებ გულკეთილ მამასთან ერთად. ანდერსონი ასევე დეტალურად იხსენებს თავის მძიმე ბავშვობას, რომელიც დაკავშირებულია მის ჭარბ წონასთან. Fox-ის ეთერში ტრიუმფთან ერთად სერიალმა „ცხოვრება ლუისთან ერთად“ ემის 2 ჯილდო მოიპოვა. ლუი ანდერსონი ათწლეულების განმავლობაში მრავალ სატელევიზიო გადაცემაშიც იღებდა მონაწილეობას და ცნობილი შოუს, სახელად „Family Feud“, წამყვანიც იყო 1999-2002 წლებში.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)