20:33 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-29 12:30:36, 1996 ნახვა

რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა სათნოების სახლის ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან ერთად ქალაქ ბოლნისში მოქმედ სათნოების სახლს ესტუმრა. - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, დავით შერაზადიშვილმა და ბუბა გობეჯიშვილმა ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალ წელი მიულოცეს და მათ ტკბილეული და ხილი გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტმა საახალწლო ნობათები მოწყვლადი კატეგორიის 165 ოჯახს უკვე გადასცა. მათ შორის ნობათები შინ მოვლის სერვისით მოსარგებლე ხანდაზმულებმაც მიიღეს.

„ჩვენი საზოგადოების ყველაზე პატივსაცემ წარმომადგენლებს, სათნოების სახლის ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცეთ. მსურს, მათ ბედნიერება და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო. ჩვენი მოვალეობაა ვიზრუნოთ ხანდაზმულებზე და მოხარული ვარ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტი ამ მხრივაც გამორჩეულია. ჩვენ მოწყვლადი კატეგორიის ხანდაზმულების საჭიროების გათვალისწინებით არაერთი სოციალური პროგრამა გვაქვს შემუშავებული, ვცდილობთ, ჩვენს ხანდაზმულებს ყველა საჭირო სერვისი სწრაფად და შეუფერხებლად მივაწოდოთ. ჩვენი ხანდაზმულები უდავოდ იმსახურებენ მშვიდ და უზრუნველ სიბერეს“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics