20:36 - 27 May, 2026
|
2021-12-25 11:02:09, 1701 ნახვა
რეგიონი
კახეთში, 13 კმ სიგრძის კოლექტორის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
„საქართველოს მელიორაცია“ გურჯაანის მუნიციპალიტეტში ლაკბეს კოლექტორის რეაბილიტაციას ახორციელებს. სოფელ კაჭრეთის ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 13 კილომეტრი სიგრძის კოლექტორული არხი იწმინდება, რომელიც 80% ამოვსებული იყო. ჩატარებული სამუშაოები კოლექტორში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს, შედეგად 3000 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების დატბორვის საფრთხე აღარ იარსებებს. კოლექტორი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების - არაშენდას, ნანიანის, კაჭრეთისა და ჯიმითის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს ემსახურება. საირიგაციო სისტემაზე სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)