21:27 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-14 13:29:16, 915 ნახვა

რეგიონი
აჭარის სოფლებში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია აქტიურად გრძელდება

აჭარის სოფლებში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია აქტიურად გრძელდება. - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცეელებს.

უწყების ცნობით, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, მარი ზანაქიძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან, როსტომ ლორთქიფანიძესთან და  აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შუახევის განყოფილების ხელმძღვანელთან, ფიქრია ჯუმუშაძესთან ერთად, სოფლად ვაქცინაციის ფარგლებში წაბლანას მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა და სამედიცინო ამბულატორიაში კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესს გაეცნო. 

"დღევანდელ შეხვედრაზე მიღებული ინფორმაციის შემდეგ გადავწყვიტე ავცრილიყავი. ინსულტი მაქვს გადატანილი, რის გამოც მეშინოდა, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობ"- აღნიშნა სოფლის მკვიდრმა შაქრო დავითაძემ.

აჭარაში ვაქცინირებულია სამიზნე კონტიგენტის 73.5%. სულ ადმინისტრირებულია 269 452 დოზა ვაქცინა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics