22:25 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-07 16:03:51, 1063 ნახვა

რეგიონი
კასპის სპორტკომპლექსში, კარატეში, ლევან ძამუკაშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა

კასპის სპორტკომპლექსში გაიმართა ლევან ძამუკაშვილის სახელობის ტურნირი კარატეში. ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტურნირში მონაწილეობა მიიღო   260 სპორტსმენმა  საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან.   

ტრაგიკულად დაღუპული ლევან ძამუკაშვილის სახელობის ტურნირი ტრადიციაა კასპში და უკვე რამოდენიმე წელია ტარდება.

 საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, კახა ბასილიამ კარატეს კლუბი “კასპის” დამფუძნებელს, ალექსანდრე მანძულაშვილს კარატეში 30 წლიანი შრომისა და გაწეული ღვაწლისათვის საჩუქრად გადასცა კიმანოს საქართველოს ემბლემა, ოქროს კალმისტარი და 5000 ლარიანი ვაუჩერი.

ალექსანდრე მანძულაშვილის გადაწყვეტილებით ვაუჩერი მოხმარდება მისი აღსაზრდელების სატურნირო დაფინანსებას.

კასპის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს და წარმატებებს უსურვებს ალექსანდრე მანძულაშვილს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics