|
2015-02-03 14:28:51, 1601 ნახვა
ეკონომიკა
„აფბა“ და „ბილაინი“ ერთობლივ პროექტს - „განავითარე ბიზნესი“ იწყებენ
კომპანია „ბილაინი“ და „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“ პროექტს სახელწოდებით, - „განავითარე ბიზნესი“ იწყებს. პროექტი ქვეყანაში მცირე მეწარმეობის განვითარებას ეხება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროექტის მიზანი ეკონომიკის მეტად მნიშვნელოვანი სეგმენტის წახალისებაა. „პროექტის სამიზნე აუდიტორია თვითდასაქმებულთა სეგმენტია, რომელიც ქვეყანაში დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 60%-ზე მეტია, შესაბამისად, თვითდასაქმებულთა კვლევა, ასევე, თვითდასაქმებულთა საქმიანობის პოპულარიზაცია, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის გაჯანსაღებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება“, - აცხადებენ კომპანია „ბილაინის“ წარმომადგენლები. პროექტი 6 თვიანია და თვითდასაქმებულების პრობლემების იდენტიფიცირებას და მათი გადაჭრის გზების ძიებას ითვალისწინებს. პროექტის პრეზენტაცია სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა. პრეზენტაციას კომპანია „ბილაინის“ წარმომადგენლები, ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, თბილისის მერიის, ეკონომიკის ექსპერტები, რომლებიც თვითდასაქმების და მეწარმეობის საკითხებზე მუშაობენ ესწრებოდნენ. „რამდენიმე დღის წინ, საქართველოში ახალი ტექნოლოგიური რევოლუცია დაიწყო. კომპანია „ბილაინმა“ მომხმარებლებს მეოთხე თაობის ინტერნეტ ტექნოლოგია შესთავაზა, ყველაზე ფართო დაფარვის ზონით. ეს ყველაზე მასშტაბური სოციალური ინვესტიციაა, რაც საქართველოში განხორციელებულა და რომლის ღირებულება რამდენიმე ასეულ მილიონ ლარს შეადგენს. ვთვლით, რომ ეს ისტორიული მომენტი განსაკუთრებით ეხმიანება ჩვენი ახალი სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებას, - ბიზნესის განვითარებას. ვთვლით, რომ ახალი ტექნოლოგიები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ეხმარება ბიზნესს, უკეთ შესძლოს თანამედროვე გარემოში ოპერირება“, - განაცხადა კომპანია „ბილაინის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ტყეშელაშვილმა.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)