23:10 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-01 16:24:10, 1038 ნახვა

რეგიონი
შუახევში, ღია სივრცე საზოგადოებისთვის ,,ქალთა ოთახის“ მიზნობრივი პროგრამის გამარჯვებულ მონაწილესთან ხელშეკრულება გაფორმდა

შუახევში, ღია სივრცე საზოგადოებისთვის ,,ქალთა ოთახის“ მიზნობრივი პროგრამის ,,მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით“ გამარჯვებულ მონაწილესთან ხელშეკრულება გაფორმდა. ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხელშეკრულებას ხელი შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა, ომარ ტაკიძემ და გამარჯვებულმა კონკურსანტმა მოაწერეს.

"პროექტში გამარჯვებული გუგული ბოლქვაძე, წარმოებისა და სოფლად ტურიზმის განვითარების მიზნით, სოფელ ბრილში, თიხის სახელოსნოს ,,ბრილი - არტის“ მოაწყობს. მაღალმთიან აჭარაში პროექტი წელს მეორედ ხორციელდება, რომლის ფარგლებში სულ 7 ბიზნეს-იდეა დაფინანსდა.

ომარ ტაკიძის განცხადებით, მომავალი წლიდან, პროგრამის ბიუჯეტი გაიზრდება და მეტი ქალი შეძლებს საკუთარი ბიზნესის რეალიზებას.

პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება, გააქტიურება, სოფლად მიგრაციის შეჩერების ხელშეწყობა, ქალები, როგორც საზოგადოების სრულფასოვანი და თანაბარუფლებიანი წევრების განვითარების ხელშეწყობა", – ვკითხულობთ ინფორმაციაში.


 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics