02:15 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-15 16:00:50, 1355 ნახვა

რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - ხიდიყურსა და საქადაგიანოში სტაბილური წყალმომარაგების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის მიერ,  კასპის მუნიციპალიტეტის ორ  სოფელში - ხიდისყურსა და საქადაგიანოში სტაბილური წყალმომარაგების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარლებში შენდება რეზერვუარები, ეწყობა წყლის სათავე ნაგებობები,  სატუმბი სადგურები და წყალმომარაგების ქსელი. 

მოსახლეობის გამრიცხველიანების შემდეგ 2 000-მდე ადგილობრივი მოსახლე უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

სამუშაოს, რომელიც შპს „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი“ ახორციელებს დასრულდება 2022 წლის გაზაფხულისთვის.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მასზე 2,6 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics