01:35 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-26 08:19:53, 1609 ნახვა

რეგიონი
ფოთში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლები დააზიანა

ფოთში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლები დააზიანა - ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები ახადა, წააქცია ხეები. ზოგიერთ უბანს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

„ფოთის მუნიციპალიტეტში 16:50 საათზე ძლიერი ქარი 17-32 მ/წმ-დე დაფიქსირდა. მერიის შესაბამისი სამსახურები ქალაქის სხვადასხვა უბანში არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან. მიმდინარეობს სახლების გადახურვა დროებითი გადასახური მასალით", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ზარალის დადგენა მიმდინარეობს და ოჯახებს შესაბამისი დახმარება გაეწევათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics