|
2021-09-13 13:04:37, 1780 ნახვა
კომენტარი
ხატია დეკანოიძე - სუს-ის ტოტალური მმართველობა მოდის, თითმმართველობას აუქმებენ, გესტაპოსავით იქცევიან
სუს-ის ტოტალური მმართველობა მოდის ქალაქებშიც და სოფლებშიც. თვითმმართველობას აუქმებენ. გესტაპოსავით იქცევიან, - ამის შესახებ ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს. ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ქუთაისი გახდება პირველი ქალაქი, რომელშიც სუს-ი გაძევდება და აირჩევენ პირველ შერიფს „გუშინ ვთქვი ჟურნალისტებთან - სუსის ეშინია ყველას, მერებსაც, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს. აღმოჩნდა რატომ ეშინიათ - სუსის ტოტალური მმართველობა მოდის ქალაქებშიც და სოფლებშიც. თვითმმართველობას აუქმებენ. გესტაპოსავით იქცევიან. ამ დროს, უტიფრებმა ჩემზე მთავარი კომპრომატი მოიფიქრეს - დადიან და ამბობენ ქუთაისელი არ არისო:) ქუთაისი გახდება პირველი ქალაქი - სადაც სუსი გაძევდება და ავირჩევთ პირველ შერიფს. ინვესტიციები შემოვა და გაფართოვდება ქალაქის ურბანული ნაწილი. დაბრუნდება ადმინისტრაციული სტატუსი. აი ასე იქნება“, - წერს ხატია დეკანოიძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)