02:01 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-13 10:54:46, 2029 ნახვა

ომი უკრაინაში
აშშ-ის მედიკამენტებისა და სურსათის ადმინისტრაციამ იმუნიტეტდაქვეითებული მოქალაქეებისთვის ვაქცინის მესამე დოზის გამოყენება დაუშვა

აშშ-ში იმ მოქალაქეებს, რომლებსაც იმუნიტეტი დაქვეითებული აქვთ, „ფაიზერის“ ან „მოდერნას“ ვაქცინის მესამე დოზით აცრის საშუალება ექნებათ, -  ამის შესახებ აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.

მათი განმარტებით, ე.წ. „ბუსტერ“ დოზა დაშვებული იქნება კონკრეტულად იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მანამდე მიღებული დოზების შედეგად იდეალური იმუნური რეაქცია არ ჩამოუყალიბდათ.

”ქვეყანა კოვიდ-19-ის ის პანდემიის მორიგ ტალღაში შევიდა და საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია აცნობიერებს, რომ დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანები მძიმე დაავადების განვითარების რისკის ქვეშ არიან. არსებული მონაცემების საფუძვლიანი განხილვის შემდეგ, ადმინისტრაციამ დაადგინა, რომ ამ მცირე, მოწყვლად ჯგუფს შეუძლია ისარგებლოს „ფაიზერ/ბიონტექის“ ან „მოდერნას“ ვაქცინის მესამე დოზით“,- ნათქვამია  განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics