|
2021-08-03 12:21:34, 1970 ნახვა
ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა 99.7% აუცრელი იყო
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირნა გამყრელიძის განცხხადებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების 99.7% აუცრელი იყო. როგორც გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე აღნიშნა, ვაქცინირებულ პირებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი დაბალია. „იცით დღევანდელი მონაცემები, რომელიც 4 800-ის ფარგლებში გვაქვს, ეს არის უფრო მეტი, ვიდრე გვქონდა მაისის პიკზე და დაახლოებით უახლოვდება იმ მდგომარეობას, რაც გვქონდა ნოემბრის დასასრულს. სამწუხაროდ, გვაქვს გარდაცვალების 34 შემთხვევა. გუშინ გაანალიზდა მთლიანად წელს კორონავირუსით გარდაცვალებულთა რაოდენობა და 99.7 პროცენტი სამწუხაროდ აუცრელია. მეორე მხრივ, გაანალიზდა ასევე აცრილ მოსახლეობაში დაინფიცირების მაჩვენებელი, იცით, ეს არის დაახლოებით 0.3 პროცენტი ორჯერ აცრილებში და 0.9 პროცენტი ერთხელ აცრილებში. აქაც, სრულად აცრილებში დაახლოებით 15-ჯერადი განსხვავებაა, ანუ 15-ჯერადობით იცავს. ანუ 1000 ადამიანში, ვინც აცრილია და დაემართება კოვიდი, შეიძლება დაიღუპოს ერთი. მაშინ, როცა 1000 აუცრელ ადამიანში, რომელსაც დაემართება კოვიდი ალბათობა დაღუპვის არის 15. 15-ჯერადი განსხვავებაა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)