|
2021-08-02 15:50:48, 1803 ნახვა
ომი უკრაინაში
იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონის დაცული ტერიტორიების რეინჯერები და ტექნიკური პერსონალი „სინოფარმით" აიცრნენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოში, რეინჯერებისა და სერვისის მომწოდებლების COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი დავით იოსებაშვილი ქუთაისის სამედიცინო ცენტრში იმყოფებოდნენ, სადაც იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონის დაცული ტერიტორიების რეინჯერები და ტექნიკური პერსონალი ვაქცინა „სინოფარმით" აიცრნენ. „მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ჩვენი დაცული ტერიტორიების რეინჯერებს და ტექნიკურ პერსონალს უშუალო შეხება აქვთ ვიზიტორებთან, შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი ვაქცინაცია. მინდა მოვუწოდო როგორც ყველა ჩვენ თანამშრომელს, ისე მთელ საზოგადოებას, ჩაიტარონ ვაქცინაცია, ვინაიდან ეს არის საშუალება დროულად დავასრულოთ პანდემია და დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)