|
2021-07-28 11:08:47, 959 ნახვა
კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე - ქვეყანაში მთავარი პრობლემა იმუნიზაცია არ არის
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში მთავარი პრობლემა იმუნიზაცია არ არის. როგორც მინისტრი აღნიშნავს, ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი პანდემიასთან საბრძოლველად თვითორგანიზება, ნიღბის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვაა. „მთავარი პრობლემა ქვეყანაში იმუნიზაცია არ არის, ვინაიდან, იმუნიზაციის პროცესშიც კი ხშირია ინფიცირება. ჩვენ ვაკვირდებით სხვადასხვა ქვეყნებს, რომლებიც წარმატებული იყვნენ იმუნიზაციაში, თუმცა იქ ინფექციის გავრცელება მაინც არის. ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი, რომ პანდემიას ვებრძოლოთ, არის თვითორგანიზება, ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცირება. ჯანდაცვის სისტემას არ გააჩნია ბევრი ბერკეტი, ეს ბერკეტებია იმ საწოლფონდის მობილიზება, რისი რესურსიც ქვეყანაში არის“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)